საინგილო
Tuesday, January 15, 2013
Wednesday, December 19, 2012
საინგილო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საინგილო
საინგილოს (ჰერეთი) ისტორიული მიმოხილვა. საინგილო აღმოსავლეთ კახეთის უკი დურესი მხარეა. ტერიტორიულად მოიცავს 3 497, 5კვ. კილომეტრს. მისი ახლანდელი საზ ღვრ ებია: დასავლეთითა და სამხრეთ-დასავლეთით დღევანდელი კახეთი(მდინარე ბაზიმ-ჩაი და მდინარე ალაზანი), სამხრეთით მდინარე აგრი-ჩაი, არმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმ ოსავლეთით ნუხის რაიონი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-ამოსავლეთით კავკასიონის მთა გრეხილი.
სწორედ ამგვარმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა მისი ხშირი გნადგურება და გავერანება გარეშე მტრების მიერ. იმ ძნელბედობამ , რომელიც ამ მხარემ XVI-XVII საუკუნეების განმავლობაში განიცადა, მეტად მძიმე შედეგები გამოიღო. ოსმალ-ყიზილბაშ დამპყრობელთა განუწყვეტელი შემოსევების გამო ეს მხარე სავსებით ჩამოქვეითდა და გაუბედურდა, მცხოვრებთა რიცხვი კატასტროფულად შემცირდა. მუსლიმანური აღმოსავლეთის ძალადობას მართალია, ეს პატარა კუთხე ხშირად ცალკე არ უმკლავდებოდა მას ეხმარებოდა დედა კახეთი, მაგრამ უფრო კახეთს საკუთარი ჭირვარამი აწუხებდა და ეს მხარე საკუთარი მცირე ძალებით უნდა შებმოდა მტერს. ყოველივე ეს იწვევდა ასიმილაციას სხვა ხალხებთან, მათ ადათ-წესებთან, ჩვევებთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონმა თვალისჩინივით შეინახა მშობლიური ენა. საქმე ისაა, რომ სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებისათვის ბრძოლამ მთლიანად შთანთქა ამ კახეთის მკვიდრთა პოტენციური შესაძლებლობა .
ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი, პროფესორი თენგიზ პაპაუაშვილი ტერმინ "ინგილო"-ს განმარტავს როგორც ახლად მოქცეულს, ახლად მორჯულებულს, ამტკიცებს რომ იგი წარმომდგარი უნდა იყოს საინგილოს ერთ-ერთი ქართული სოფლის "ჰენგიანის" - სახელწოდებისაგან, რომელმაც თანდათანობით ზოგადი მნიშვნელობის შინაარსი შეიძინა და გადაიქცა საერთო სახელად აღმოსავლეთ კახეთის მკვიდრი ქართული მოსახლეობისა, რომელიც დაფყრობილი იქნა ლეკთა მიერ. საინგილო, როგორც ტერიტორიული ურთიერთაღმნიშვნელი ტერმინი მხოლოდ VII საუკუნიდან ფიგურირებს. მას სხვადასხვა ახსნა აქვს. მაგრამ ეს ახსნა უფრო სარწმუნოა სხვებისგან განსხვავებით. ასე, რომ ინგილო არის ეთნიკური ცნება ვიდრე გამუსლიმანების მაჩვენებელი. საინგილოს უძველესი სახელწოდება არის ჰერეთი. აღმოსავლეთ კახეთის ამ მონაკვეთს ისტორიის სარბიელზე ხშირად ამ ფორმი ხვდებით. მთელ იმ ტერიტორიას, რომელიც დგეს საინგილოს უჭირავს და მის გაგრძელებას ხელახლამდის უძველესი დროიდანვე „ჰერეთი“ ერქვა, რომელიც ქალაქი პერა მდინარე ალაზნისა და ივრის შესართავთან მდებარეობდა. შემდგომში როცა აქ ქართველთა მოსახლეობა და ძალაუფლება შესუსტდა და ჰერეთი დგევანდელ საინგილო ფარგლებში მოხვდა მისი სახელწოდებაც შეიცვალა.
სახელწოდება „ჰერეთი“ ისტორიას ჩაბარდა და დარჩენილი ტერიტორიას გაღმამხარი ანუ კაკ-ელისენი ეწოდა. დღევანდელი (ალიაბათი) მაშინ ელისენი ერქვა, ხოლო კაკი დღევანდელი კახი. საინგილო მაშინ მჭიდროდ იყო დასახლებული ეს მოსახლეობა დარაჟად ედგა საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს, მაგრამ XVII საუკუნის დასაწყისში მოჰყვა საქართველოს ძალა-უფლების ძლზე შესუსტება და დაღისტნელი ლეკების საბოლოო ჩამოსახლება.
ამ ლეკებმა გაღმამხარეში ორი პოლიტიკური ერთეული ჩამოაყალიბეს. ეს ერთეულები იყვნენ: ჭარ-ბელაქან-ავარელ ლეკთა თემების კავშირი, რომელთაც ხელს იგდეს საინგილოს ტერიტორიის ორი-მესამედი. (დღევანდელი ზაქათლისა და ბელაქნის რაინები და ელისუს სასულთნო ანუ დღევანდელი კახის რაიონი). ამრიგად საინგილოს სურათი შეიცვალა და მისი ეროვნული შემადგენლობაც ძალზედ აჭრელდა. საინგილო გალეკდა. მას ქართველების მცირე რაოდენობაა დარჩა ისიც მარტო კახისა და ზაქათლის რაიონებში. 1616 წელი ისტორიაში არ გაგონილი ქარტეხილი და საშინელება დაატყდა კახეთს, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს გაღმა მხარეს-საინგილოს. ამ ნაწილს შემოესია კახეთის იარანის მბრძანებელი შაჰ-აბასი. ეს შემოსევა და აწიოკება უმაგალითი იყო ისტორიაში. მარტო დღვანდელი საინგილოდან შაჰ-აბასმა გადაასახლა ირანში ერთი მილიონი სული, გარდა ამისა რაც ადგილობრივ იყო გაწყვეტილი. გაწყდა, დაცარიელდა მარგალიტი საქართველოსი. ამოარდნენ და გადაბრონდნენ ძალიან დიდი სოფლები. ისეთ სდღეში ჩავარდა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს ქრისტიანობას მას შემდეგ, რაც მუსლიმანობა გაჩნდა ქვეყანაზე.
დღეს არვისთვაის დასამალი არ არის, რომ ქართველობა უამრავი ბედუკეღმართობის გამო შემცირებულა. მიუხედავად ამისა იქ ქართველობა კიდევ არსებობს და თავის მეობას იცავს ესეც ღირსებად უნდა ჩაეთვალოთ. რათქმაუნდა, იმ მცირე მონაპოვნით, რასაც სხვადასხვა საშუალებებით აღწევენ კულტურისა და პროგრესიის იმ დონეს რაც საქართველოშია. იქაური ქართველობა მაინც ყოველთვის მოკლებულნი იქნებიან ადგილობრივ საჯარო უფლებრივ ორგანოებს, რაც ჯერჯერობით განუხორციელებელი, აუხდომელი ოცნებაა ინგილოთათვის.
საინგილოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მეტად რთული ვითარება სუფევდა, ოკჯახის შექმნის თვალსაზრისით. ნაწილი ინგილოებისა ქრისტიანულ სარწმუნეობას აღიარებდა, ნაწილი მაჰმადიანურს. ტრადიციების მიხედვით ისინი ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ. ეს რთული ვითარება და ტრადიციაც დღესაც გრძელდება. საინგილოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველები. რელიგიამ დადებით მოვლენასთან ერთად უარყოფითი როლი ითამაშა იქ მცხოვრებ მოსახლეობის თვითშეგნების არსის გარკვევა-ჩამოყალიბებაში ადრედანვე მათ შორის გაუგებრობები გაუთვითცნობიერების ნიადაგზე აღმოცენებულმა შინაგანმა შუღულმა და გაუტანლობამ ძალზე დიდი უარყოფითი შედეგი გამოიღო ამ ტერიტორიის ხალხთა ერთობის შეკავშირებისა და განმტკიცების საქმეში, რაც წარსულის გადმონაშთის სახით აქა-იქ დღესაც შეინიშნება მაჰმადიანი ინგილოები, რომლებიც მედგრად იცავდნენ და დღესაც იცავენ ეთნიკურ ყოფასთან ერთად შობლიურ ენასაც, მაგრამ ზოგიერთმა სოფელმა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და დაკარგეს თავიანთი მშობლიური ენა რელიგიასთან ერთად.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი ჰერეთი დევანდელი საინგილო 1921 წლის შემდეგ, ნებით თუ უნებლიედ მოძმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოს საკუთრება გახდა. ძალზე თავისებურად იქნა კორექტირებული საქართველოს ისტორიული საზღვრები, ორ მოძმე რესფუბლიკას შორის. ისიც ცხადია, რომ საინგილოს ისტორია მის ყოფა-ცხოვრება თუ კულტურული მემკვიდრეობა განუყოფელი იყო საქართველოსგან. ყოველგვარი არამეცნიერული კამათი, მოსაზრება თუ შეხედულება საინგილოსა და ინგილოების, განიშვნისა თავიდანვე მცდარია და მას არასოდეს ექნება ჭეშმარიტი მეცნიერული საფუძველი.
ინგილოური დიალექტი.ინგილოური ქართული იენის მეტად თავისებური და საინტერესო დიალექტია. იგი ყურადღებას იქცევს როგორც არქაიზმებით, ისე ნეოლოგიზმებით. მასში განსაკუთრებით ხელშესახებია უცხო ენის ძლიერი გავლენა. ისტორიულად მოექცა რა უცხო ენობრივ გარემოცვაში, იგი არსებითად მოსწყდა სალიტერატურო ქართული ენის გავლენას და ფერეიდნულისა და იმერხულის მსგავსად თავისებური გზით განვითარდა. ქართული ენის ინგილოური დიალექტის ძირითადი თავისებურებანი უმთავრესად ფონეტიკურ საფუძველს ემყარება. საინგილოს ტერიტორიაზე მრავალი ტომის წარმომადგენლები ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მრავალფერვნება ლიტერატურული ენიდან სულ უფროდა უფრო გაიმიჯნა, მაგრამ ეს დაშორება ურთიერთგაგებას ხელს არ უშლიდა. ინგილოური დიალექტის ენობრივი ნიორმები მუდამ იყო გასაგები და ახლაც გასაგებია ქართველი კაცისათვის. ინგილოური სხვადასხვა კილოების თავისებურების აღწერისას დავასახელოთ ალიბეგლოელები, ითითალელები, რომლებიც უფრო წმინდად და აჩქარეით ლაპარაკობენ. სიტყვებს შემოკლებით წარმოსთქვამენ „ძიას ნაცვლად ზიას ამბობენ“. ინგილოურ გრამატიკას არა აქვს ასოები ძ და ჯ., ამიტომაც ბიძას, ძიძას, ჯოჯოს, ჯოხის, ჯარის მაგიერ ხმარობენ ბიზას, ზიზას, ჟოჟოს, ჯოხს, ჟარს და ა.შ. ხ-ს მაგიერ მაგარ ხ-ს. ვე-კომპლექსი ინგილოურში გვაძლევს ეი-ს: ყველი-ყეილი, გველი-გეილი, კვერცხი-კეირცხი. ხშირია სიტყვათა ბოლოს არ არის ჲ : დედაჲ, მამაჲ, დეიდაჲ, ბიძიაჲ და ა.შ. ამ დაკვირვევებში მნიშვნელოვანი ის არის, რომ დეზაფრიკატიზაციის პროცესის უტყუარი ტენდენციაა შენარჩუნებული.
საინგილოს (ჰერეთი) ეკლესიები. უპირველე ყოვლისა ცალკე უნდა განვიხილოთ ის ნაშრომები, რომელიც მიძღვნილნი არიან საინგილოს ტერიტორიაზე არსებულ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების შესწავლისადმი. კერძოდ აქ მხედველობაში გვაქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარე საკულტო არქიტექტურის ისეთი შესანიშნავი ძეგლები, როგორიცაა: ყუმის ტაძარი, ღვთისმშობლის ეკლესია, კასრის ეკლესია, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, ალავერდი და ლექრეთის ტაძარი. საინგილოს ტერიტორიაზე არქიტექტურული ძეგლების განხილვისა გვერდს ვერ ავუვლით იმ მცდარ შეხედულებებს, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ძეგლების შესახებ. აქ პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ კ. ტრეველი, რომელიც ალბანეთის ისტორიისადმი მიძღვნილ თვის ნაშრომში ყუმისა დალეკეთის ტაძრებს განიხილავს, როგორც ალბანეთის ხუროთმოძღვრების ძეგლებს. გარდა ამისა, იზიარებს კიდევაც ნ. ტოკარსკის მოსაზრებას იმის შესახებ თითქოს ლექერთის ტაძარი აშენებულია ალბანეთის მთავარის ჯავანშირის მიერ. ანალოგიური ხასიათის მცდარი შეხედულებები გამოთქმული აქვთ აგრეთვე აზერბაიჯანის არქიტექტურის ისტორიის ავტორებსაც. ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ რა ყუმსა ლექერთის ალბანური ხელოვნების ნიმუშად წერენ. ყუმი, ლექეთი და საერთოდ, შექი-ბელექანის ზონაში მდებარე სხვა ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლები ტიპურ ალბანურ ხუროთმოძღვრულ ნიმუშად არიან მიჩნეულნი. მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დარჩენილი ისტორიულ-მატერიალურ-კულტურის ძეგლები დრო-ჟამისაგან ჩამონგრეული ციხე-კოშკები, წმინდა ნიშნები თუ სალოცავები განადგურებულია მაგრამ ქართველი მოწინავე ინტელიგენციისა და სრულიად საქართველოს კათოლიკის ილია II-ის ძალისხმევით ახლახან მოხერხდა დიდი ხნის წინათ დადებული ჰერეთის ზარის აგუგუნება. იმ დროიდან მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ინგილოთა ცხოვრებაში. იქაურმა ქართველობამ მოახერხა წმინდა სამების სახელზე პარაკლისის გადახდა, გამოფხიზლდა საღატას ძილს მიცემული ქურმუხის ეკლესია, რომელიც თანამედროვე კახის რაიონული ცენტრიდან ორი კილომეტრის მოშორებით, მდინარეობს ქურმუხის ხეობაში მდებარეობს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
ამ ეკლესიას ადგილობრივი ქართველი მოსახლეობისათვის განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძველ დროში XIII ს. ყოველ გვარს თავისი საყდარი ჰქონია. კახში თორმეტი ეკლესია ყოფილა, რომელთა ნანგრევები მეტნაკლებობით ან ნასაყდრალი ადგილები დღესაც დაცულია. თორმეტი ეკლესიიდან დღეს შემორჩენილია მხოლოდ სამი-წმ. გიორგის საყდარი „შუაგულსოფელში (კახინგილოში), „კასრის საყდარი ’’ საყარაულოს მთაზე(ნანგრევებია დარჩენილი) და“ პატარა ალავერდის საყდარი“ რომელიც მდებარეობს კახში.
პატარა ალავერდი შიგა კახეთის -დიდი ალავერდის სახელზეა აგებული და მისი ნაწილია. იგი ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისე როგორც კახეთში-„დიდი ალავერდობა“, აქაც იმართება იგივე „ალავერდობა“ ე.წ. „ალავერდის ხატობა“ ისეთივე წეს-ჩვეულებით , როგორც კახეთში იციან. ასეთია ხალხური გადმოცემაამ ძეგლის შესახებ . ეს არის უკანასკნელი ტაძარი საინგილოს ტერიტორიაზე, რომელიც აგებული და არდგენილი იქნა თავისივე სახსრებიტ 1888 წელს. საინგილოში ყველაზე კარგად ეს „ პატარა ალავერდია“ შემონახული. მაგრამ ამჟამად ძეგლი სავავალო მდგომარეობაშია. თუნუქით დახურული გუმბათის პირამიდული წახნაგები, ირგვლივ ისეა დაზიანებული, რომ წვიმის წყალი უკლებლივ ჩადის გუმბათის ყელის კედლებში და სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაცია. რათქმაუნდა ამ პრობლემას აზერბაიჯანის მთავრობა არ მოაგვარებს, რადგან მათ ეს არ აწყობთ. პირიქით, უნდათ დაიკეტოს ყველა ეკლესიები. ასეთი მცდელობები იყო მაგრამ ხალხს იმდენად უყვარს თავისი წინაპრებისაგან შემორჩენილი სიმდიდრე სულ მედგრად დგანან და ამის უფლებას არავის აძლევენ.
საწავლა-განათლების საკითხი საინგილოში (ჰერეთი). საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, განათლების მიღება ძირითადად ეკლესია-მონასტრებში ხდებოდა. ცენტრებს სამრევლო საეკლსიო სკოლები ეწოდებოდა. ასეთი ტიპის სასწავლებლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, მათ შორის ჰერეთშიც არსებობდა.
ქართულ პერიოდულ გამოცემებში საინგილოს შესახებ, მე–19 საუკუნეში საინგილოში არსებული ვითარებაზე ცნობილი მოღვაწე ზაქარია ედილი წერს: „სწავლა-განათლების საქმე უძველეს დროში საინგილოში მკვიდრ ნიადაგზე ყოფილა დაყენებული.თუმცა ძველი ისტორიული მწერლობა ძუნწ ცნობებს იძლევა საინგილოს და განსაკუთრებით, მისი სწავლა-განათლების შესახებ. საინგილოს ორ დიდ ცენტრში ბელაქანსა და კაკში სწავლა-განათლების საქმე კარგად ყოფილა განვითარებული. ბელექანში დიდი სასწავლებელი ყოფილა რომლის ხელმძღვანელად საქართველო აგზავნიდა გამოჩენილსა და დახელოვნებულ პირებს. ესეთი პიროვნებები ყოფილან: მღვდელ- მონაზონი, პიმენ სალოსი, ანტონ ნაოხრებლიძე. რომლებმაც გალეკებულნი წარმარმართობისგან ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცევინა“. ზ. ედილმა თავის საისტორიო ნარკვევში „საინგილოს გადაგვარება“ ინგილოთა ასილიმაციის XVII საუკუნეში დაწყებული პროცესი დაწვრილებით აღწერა, მანვე აღნიშნა ის უმთავრესი ისტორიული ფაქტები, რომლებმაც დააჩქარეს ზაქათალას ოლქში ქართული ცნობიერების აღმოფხვრა.
ამ სანდო ცნობებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ დღევანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ძლიერი სულიერი კერა არსებობდა, გადამწერთა სკოლა, რომელიც სასულიერო ლიტერატურით ჰერეთსა და მთელ დაღესტანს ამარაგებდა. ეს ფაქტი ამ კუთხის ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანია.
განათლების შესახებ ამის გარდა ბევრი ჟურნალ-გაზეთები არსებობს დღესაც სადაც გამოკვეთილია ეს საკითხი. ასევე XX საუკუნის ათიანი წლების საინგილოს ყოფის სოციალური მხარე არასრულყოფილი იქნებოდა განათლების შესახებ შექმნილი საგაზეთო პუბლიკაციების გარეშე. საქართველომ საზოგადოებრივი ცხოვრების ეს მხარე, რა თქმა უნდა, გამოხმაურების გარეშე არ დატოვა. ყველა გაზეთს არათუ სწავლა-განათლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, არამედ ისიც კი აინტერესებდა, საინგილოში როგორი ამინდი იყო.
ამის შემდეგ XVII საუკუნემდე ისტორიულ წყაროებში საინგილოს ისტორიის, და განსაკუთრებით სწავლა – განათლების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
1830 წელს რუსეთის მიერ ჭარ–ბელაქანის შეერთების შემდეგ აღნიშნული საკითხით რუსეთის იმპერია დაინტერესდა, რადგან განათლების რუსული მოდელის დანერგვა რუსიფიკაციის მძლავრი იარაღი იყო.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ როგორც მთელ კავკასიაში, ასევე საინგილოშიც დაიწყო აქტიური მისიონერული მოღვაწეობა. აღნიშნული ორგანიზაციის აქტიური საქმიანობის და ზაქათალის ოლქის ქართველი მოსახლეობის მართლმადიდებლობაზე კვლავ მოქცევის დიდი სურვილის გამო საკმაოდ მოკლე დროში ოცი ათასამდე ქართველი დაუბრუნდა მათი წინაპრების სარწმუნოებას.
XIX საუკუნეში ზაქათლის ოლქში რამდენიმე სასწავლებელი ფუნქციონირებდა. ერთ–ერთი მათგანი იყო 1862 წელს ქალაქ ზაქათალაში ზემო დაღესტნის უფროსის სიმონ შალიკაშვილის ზაქათლის ოლქის უფროსის თარხან მოურავის, მისი მოადგილის ჩოლოყაშვილის, და ქალაქის კომენდანტის სიდამონ ერისთავის მიერ გახსნილი სამკლასიანი სკოლა. ამ სკოლაში, სადაც პირველ რიგში ადგილობრივ ქართველებს იღებდნენ, რომლებსაც არ ახდევინებდნენ სწალის საფასურს.
1864 წელს ქ. ზაქათალაში გენერალ–მაიორ ნიკოლოზ კარმალინის მეუღლის ლუბას ინიციატივით კერძო პირების შემოწირულობით დაარსდა ერთკლასიანი მეორე თანრიგის ქალთა სკოლა, ყველა სარწმუნოების გოგონებისათვის. აღნიშნულ სასწავლებელში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი ქართველებიც სწავლობდნენ. ისინი აგრეთვე სწავლობდნენ 1882 წელს გახსნილ ზაქათალის პროფესიულ სასწავლებლებში. აღნიშნულ დაწესებულებაში ქართველი მოსწავლეები უმრავლესობას წარმოადგენდნენ. მიუხედავად ამისა, ბავშვების 99% სწავლის გარეშე რჩებოდა.
გახსნის მოთხოვნი მიმართავდნენ, რასაც გარკვეული დროის განმავლობაში შედეგი არ მოჰყოლია. ადგილობრივი ქართველები სისტემატურად ცენტრალურ ხელისუფლებას სკოლების ვმა ქართველმა სასულიერო პირებმა გადაწყიტეს, განათლების საქმე თავიანთ თავზე აეღოთ. მათ დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს ბავშვების შეკრება და ქართული წერა–კითხვის უსასყიდლოდ სწავლება. ამ საქმეში ჩაბმულნი იყვნენ ადგილობრივი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, დიმიტრი ჯანაშვილი, ბლაღოჩინი პეტრე კონჭოშვილი, მისი მეუღლე მართა ყულოშვილი და სხვა.
1863 წელს მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ განათლების დარგში გაატარა შედეგი რეფორმები:
1. წინადადება მისცა მთის კეთილშობილ სამრევლოებს სკოლები გაეხსნათ. სადაც ამის საშუალება არ იყო, მღვდელმსახურებს ნება მიეცათ ესწავლებინათ ბავშვებისთვის გარკვეულ ფასად.
2. სკოლების ასაშენებლად გამოყო სათანადო ნანხა და ყველაფერი, რაც საჭირო იყო.
3. ქალაქებში განათლების განვითარების მეთვალყურეებისა და ხელმძღვანელობისათვის ორი ინსპექტორი დანიშნა.
1864 წელს ზაქათლის ოლქში ხუთი სამრევლო ფუნქციონირებდა. კერძოდ, კახის I, კახისII, თასმალოს, ყორაღანისა და ალიბეგლოს სამრევლო.
კახისა და ყორაღანის სკოლებს შენობა არ ჰქონდათ და ბავშვები მღვდლების სახლებში დადიოდნენ. ისინი კახში მღვდელ პეტრე კონჭოშვილის ბინაში იკრიბებოდნენ და იქ სწავლობდნენ. ყორაღანში, ამ პერიოდში ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, ალიბეგლოში კი მღვდელი იორდანიშვილი. ხოლო კახის სკოლაში დიაკონი მიხეილ ყულოშვილი. კახის საეკლესიო სკოლა 1869 წელს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სოფელ კახის მიხაილის სახელობის ერთკლასიან სკოლად გადაკეთდა.
აქ მე მინდა კიდევ აღვნიშნო საინგილოს ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული მხარე ითითალა და ასევე ითითალაში არსებული მდგომარეობა სწავლა-განათლების საკითხი. სადაც ახლა 2430 მოსახლე ცხოვრობს, მათგან 99% ინგილოა. ცხოვრობს და სკოლა ორ განყოფილებიანია, როგორც ქართული ისე აზერბაიჯანული. სწავლა ნებაყოფლობითია.
1930 წლიდან არსებობს ეს სკოლა. პირველად 4 კლასიანი იყო, შემდეგ 7 და მერე 8 კლასიანი გახადეს. 1945 წელს 10 წლიანი გახდა, 1952 წელს სტალინის ბრძანებით ახალი სკოლა აშენდა, რომელიც დღესაც დგას. 2007 წელს წელს კი სულ ახალი სკოლა გაიხსნა, სადაც 420 მოზარდი ღებულობს განათლებას.
ინგილოების(ჰერეთი) ადათ-წესები. ჩვენ ჰერელებს ყველაზე უდიდესი სიმდიდრე რაც გაგვაჩნია ეს ჩვენი ადათ-წესებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და ჰერელი ხალხი დღემდე ამ ადათ-წესებს იცავს.
1850 წლიდგან ქრისტიანობა რომ მიიღეს ინგილოებმა, მაინც თავისი აღდგომის დღესასწაულობის წესები არ დაივიწყეს. ეხლაც მაჰმადიანად დაშთენილი ინგილოები შიგადაშიგ ასრულებენ ხსენებულ წესებს. ქრისტიანი ინგილოები, თუმცა ეკლესიებში სალოცავად ბეჯითად დაიარებიან, მაგრამ ძველ წესებსაც წმინდად ასრულებენ.
ამ დღესასწაულისათვის ინგილოები ვნების პარასკევიდამვე ემზადებიან. ამ დღეს წითელ კვერცხებით და სამარხო საჭმელ-სასმელით (მხოლოდ მამაკაცები) გადიან სასაფლაოზე, ასწორებენ ახლად განსვენებულთა საფლავებს; ერთად, ძმურად იხსენიებენ მკვდრების სულს, მერე ბურთაობენ და საღამოს ჟამს შინ ბრუნდებიან. შეღებილ კვერცხებს ინახავენ აღდგომისათვის. აღგომის დღეს, მამლის ყივილისას, მთელი სახლობა იღვიძებს და პირს იხსნილებს ღორის ხორცით. გაღეჭავენ ერთს ნამცეცს ღორის ხორცს, გამოაფურთხებენ და თანაც იტყვიან: "ლეკო, დაგკეჩე!" ამ სიტყვებს აღდგომის შემდეგ იმეორებენ მაშინაც, როდესაც პირველად დაინახავენ ლეკსა.
დილით ყველა სახლის წულნი იმოსებიან ახალ ტანისამოსით, თავს ერთად იყრიან და სახლის აღმოსავლეთ კუთხეში ანთებენ სანთლებს. იქვე დგას დიდი ხონჩა, რომელზედაც აწყვია სხვა-და-სხვა სახსნილო საჭმელები. იქ შეევედრებიან ღმერთსა და ქურმუხის საყდარს ამ სიტყვებით: "ღმერთო და ქურმუხის საყდარო, გახსნილებას (აღდგომას) მუდამ დაგვასწარიო".
შემდეგ პირის გახსნილებისა, ჰკლავენ სამღვთო ყოჩს, ბატკანს, ან ქათმებს (ვარიებს). მერე სხვა-და-სხვა საჭმელებს დაალაგებენ ხონჩაზე და მიდიან საგვარეულო საყდრებზე სალოცავად. ეს საყდრები მაღალ ხეების ჯგუფია. ხშირად აქ სრულიად აღარც-კი ეტყობა კვალი ძველის შენობისა. ხეების ქვეშ სადმე დევს ქვა (ფშავ-ხევსურების ნიშისმგზავსი); აქ დაანთებენ სანთლებს, აკმევენ საკმეველს და შეევედრებიან ღმერთსა მხურვალედ, შემდეგ ამ საყდრებს დაუკლავენ სამღვთოს, ერთად ისამხრებენ ნათესავები და თავიანთ სახლებში წავლენ. სადილობის შემდეგ ნათესავები და ნაცნობები ერთმანეთს ულოცავენ აღდგომას. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! – აქ არ იციან. ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ ამ სიტყვებით:
- მოგილოცავ გახსნილებას!
- მეც შენ მოგილოცავ. ღმერთმა მრავალ გახსნილებას დაგასწროს ყაუმ-ყარდაშით (ნათესავებით).
მიუხედავად იმისა რომ ჰერეთი დღესდღეობით აზერბაიჯანის ფარგლებში იმყოფება და მოწყვეტილია დედა სამშობლოს, საქართველოს. ის მაინც ინარჩუნებს ქართულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას და წინაპრების მიერ დატოვებულ ტრადიციებს.ჰერული ქორწილის ადათები: ჯეჯიმზე ალაგებენ ჭიქას,ჯაჭვს,თეფშს... პატარძალმა უნდა წააქციოს ჭიქა, გატეხოს თეფში, დედამთილი თაზე ადებს თეთრ ნაჭერს-”თეთრა დაბერდითავ, პერანგ მოლევინჯახ ერთა იყავითავ, ტუჩზე უსმევს თაფლს-ტკბილ „ენაი გექონასაავ“, პატარძალი კარის თავზე აკრავს ცომს-ოჯახ პურიან იქნესაავ”, კიბეს დადებენ აყართან, ნეფე ავა და თავზე აყრის დედოფალს თხილ-კაკალ-ტკბილეულს. „მაშხალაი ჩმოგდევაი“ ყველაფერზე ღირს. ერთი დიდი სანახაობაა, გოგოსთან ხახვია წამოცმული დიდ ჭიგოზე, ბიჭთან ცეცხლმოდებული ნაჭერი. ატრიალებენ ამ მაშხალას და დოლ-გარმონის ფონზე თოფით აგდებენ.
კიდევ ბევრი სახალისო ამბები ხდება ჰერების ქორწილში (მაჭაკალ დათროვაი და ხეზე დაბმაი, ნეფის ან პატარზლი ტანსაცმელ მოპარაი, მაჭანკალს დიდი პატივით ხვდებიან ბიჭის მხრიდან-მისთვისაა განკუთვნილი დიდი თხილის შამფური, რომელზეც წამოცმულია, სამწვადე, დედალი, სატუნეჲ.) ეს ტრადიციები დღემდე შემოვინახეთ ჰერებმა, გვინდა ჩვენმა შვილებმაც-შვილთაშვილებმაც გააგრძელონ.
ინგილოები(ჰერელები) საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მტრის ჯინაზე კიდევ იცხოვრებენ, მიუხწდავათ იმისა, რომ დღემდე ავიწროებენ. ქართულ ტრადიციებს, წესს-ჩვეულებებს ყოველთვის იცავდნენ და კიდევ დაიცავენ მომავალში. ასევე როგირც მშობლიური ენა და მშობლიური მიწა შეინარჩუნეს და დაიცვეს როგორც ძაღლი სახლს იცავს ასე გაგრძელდება ყოველთვის. სანამ ბოლომდე არ გამოგველევა ძალა ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად.
გამოყენებული ლიტერატურა:
თენგიზ პაპუაშვილი -საინგილოს ისტორიული ნარკვევები, თბილისი, 2008წ.
ზ. ედილი- საინგილო,თბილისი, 1947წ.
Hereti.webnode.com
Hereti.org
Hereti.ge
Subscribe to:
Posts (Atom)